კლუბის წესდება დასამუშაო გეგმა
ეკოკლუბ „მწვანე რგოლის ‘’ წესდება
1.1. სსიპ ქალაქ ახმეტის№2 საჯარო სკოლის კლუბი ,,მწვანე რგოლი-“ დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
2 კლუბი დაფუძნებულია 2017წლის ოქტომბერში 1 წლის ვადით მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით
3 კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
4 კლუბის მისამართი: კახეთის რეგიონი , სსიპ ქალაქ ახმეტის №2 საჯარო სკოლა.
კლუბის მიზნები
2.1. მოსწავლეთა საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა ;
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.5.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.7. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
კლუბში გაწევრიანება
1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს IX- XI კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით განცხადებით.
4 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.
5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიამობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და ჯგუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
6 .კლუბი პასუხის მგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე ,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან
7 კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
8 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არა უმეტეს 25 მოსწავლისა.
9 კლუბს ჰყავს ლიდერი ,რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას ,უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა პროგრამების შემუშავებასა ,დანიშნოს კლუბის წევრებისგან ერთერთი მოადგილედ ,გაანაწილოს ფუნქციები მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები.
10 კლუბის წევრები უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა.
11 კლუბის წევრი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
კლუბის სამოქმედო გეგმა
1 .ეკო კლუბის შექმნა და მოსწავლეთა გაწევრიანება
2. გარემოსდაცვითი პრობლემების გამოვლენა სკოლაში და ქალაქში
3. მწვანე კალენდრის ამოქმედება
4. პრობლემის ამსახველი ფოტოების და ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში განთავსება.
5. გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.ფოტოების, ვიდეოების დაწერილობითი მასალის განთავსება სოციალურ ქსელში.
6. გარემოსდაცვით ღონისძიებების მოწყობა მოსწავლეების, მოსახლეობის და სხვა სკოლის მოსწავლეების ჩართვა.
7. კონფერენციების და ტრენინგების ჩატარება მოსწავლეებან თემაზე:“ ნარჩენები და მისი მართვა“, „ რამდენი ადამიანი მიმართავს ნაგვის დახარისხებას“ , „არ დაანაგვიანოთ ამით დაიცავთ გარემოს“,დავზოგოთ ელექტროენერგია, ჯანსაღი კვება და სხვა.
8. მწვანე აქტივობები
9.. ეკო პროექტების ინფორმირება და განხორციელება.
No comments:
Post a Comment